MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
სახანძრო-სამაშველო

მიმოხილვა

 

34003

man-truck-feuerwehr titel

 

MAN-ის ხანძრისა და სტიქიურ უბედურებასთან საბრძოლველი მანქანები აღჭურვილია მაღალი დონის ტექნოლოგიებით და გამოირჩევა თავისი ეფექურობით, სისწრაფითა და სიმძლავრით.

Trucknology-ის სერიის TGL, TGM და TGS MAN-ის შასი მზადაა, შეასრულოს დამატებითი სამუშაო და კარგი საფუძველია, როგორც სტანდარტული ისე სპეციალური ავტომობილებისთვის.
 
MAN-ის სამხედრო შასი, წინა და უკანა ხიდების დამჭერი საკიდი და მისი მაღალი გამავლობა იდეალურია დიდი მაშტაბების ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის. ერგონომიკული კაბინა, საწვავის დაბალი მოხმარება, თუმდა ძლიერი Common-rail ძრავა, ავტომატური MAN TipMatic-ის სიჩქარეთა კოლოფი დამატებით ისეთი ინოვაციური ტექნოლოგია, როგორიცაა MAN HydroDrive სანდოობას მატებს ავტომობილს და ეხმარება დააკმაყოფილოს EURO 5 da EEV სტანდარტები.
 
პატარა სახანძრო ავტომობილები
 
MAN-ის კომპაქტური, ფართო სპექტრის ავტომობილი - ინტეგრირებული ტუმბოთი და სწრაფი გამოყენების მოწყობილობით  და/ან პორტატული ტუმბოთი, მარგის წონის დიდი რექერვით სახანძრო ავტომობილები მოქნილად და ეფექტურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.ასევე აღსანიშნავია MAN-ის ორმაგი კაბინა სათავსოებით საკმაოდ კომფორტულია და გათვალისწინებულია 7 (6+1) ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ თითოეული სერიის შასი მრავალმხრივია და ყველას საკუთარი ეკიპაჟის შესაბამისი კაბინა აქვს. ორმაგი კაბინები გამოირჩევა დიდი სივრცით. კომფორტული 4 სავარძლიანი მწკრივი, უკან დამატებით არჩევითი სათადარიგო და მძღოლის ადგილი. ავტომანქანის წონა 7.5 დან 180 ტონამდე მერყეობს, MAN-ის TGL და TGM სახანძრო ავტომობილებს 600-5000 ლიტრი ხანძრის ჩასაქრობი სითხე და წყლის საქაჩი აქვს, რითაც მყისიერად აქრობს ხანძარს. სახანძრო ავტომობილს ყველგან მისვლა რომ შეეძლოს უკეთესი მობილურობისთვის MAN-ის შასის ყველგან მავალი ფუნქცია და ბორბლების ცალფა წყობა აქვს.
 
MAN-ის ავტომობილას მყარი ჩარჩო და დამტბითი აღჭურვილობა, ამწე, მბრუნავი კიბე, ასაწევი კალათა (50 მეტრიანი გაშლა) და სხვა მოწყობილობები საშუალებები აძლევს ავტომანქანას გაწიოს სამაშველო საევაკუაციო საქმიანობა - გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე და დაიცვას გარემო ეკოლოგიური კატასტროფისგან.ისინი გამოირჩევიან თავისი მობილობით ასეთს წარმოადგენენ - მაღალი გამავლობის მოსახსნელ ძარიანი სახანძრო ავტომობილები, რომელსაც უმოკლეს დროში შეიძება შეეცვალოს შესაფერისი ძარა - მოქმედებათა კონტროლისთვის, წყლის ან ქაფის გადასაზიდი, ზეთის სესაგროვებელი კონტეინერი, დაბინძურების გასაწმენდი ან გარემოს დაცვის აპარატი, ასეთი ტიპის  ავტომობილებს მხოლოდ ერათი დასამაგრებელი აქვთ - რომლითაც უნდა გამოსწიოს და გამოაგოროს კონტეინერი.

აეროპორტის სახანძრო ავტომანქანები

მათი მოქმედების არეალი ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებას მოიცავს, სამაშველოთი დაწყებული, ევაკუაციით დამთავრებული, საფრენი მოქმედებების პატრული, სპეციალისტების გამოძახება. და ა.შ. სწრაფი დახმარების სახანძრო ავტომობილი MAN SX 735 კვტ. (1000 ცხ.ძ.) სიმძლავრითა და 130 კმ.სთ. სიჩაქრით საშუალებას აძლევს ავტომობილს სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილზე.

 
მეტი შიგნით– მეტი გარეთ 
ავტომობილის ექსტერიერი გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და სასიამოვნო დიზაინს, ხოლო რაც შეეხება ინტერიერს,მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. ლამაზი დიზაინის მრავალფუნქციური საჭე სტანდარტულად მონტაჟდება L და LX კაბინებში.
L      კაბინა
LX   კაბინა
ორმაგი კაბინა

 

კაბინა L

 

მეტი ექსტერიერი–მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომეიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის,ყურადღებას იპყრობს ასევე კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღწურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
750სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუმველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ რის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკევთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკნა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური  საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის  გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარაემეტრები. კაბინა  L  განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალის, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

კაბინა LX

 

მეტი ექსტერიერი– მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით   LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაიზიდვებს შორ მანძილზე. 
 
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისათვის –ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადასხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას. წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათვასებელი განყოფილება, რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი  დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპედლები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ორიო ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749მმ. ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამონტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

LX  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნუ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

ორმაგი კაბინა

 

სიგანით 2376მმ, სიმაღლით
2813მმ, სიგრძით 2785მმ ორმაგი
კაბინა უზრუნველყოფს სივრცეს 
7 ადამიანისთვის (6+1). 
 
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხდება არამარტო ტვირთის, არამედ მგზავრების ტრანსპორტირება MAN გვთავაზობს ორმაგ კაბინას. მძღოლისა და გვერდითა მგზავრის გარდა შესაძლებელია განთავსდეს კიდევ 5 ადამიანი: 4 სავარძელზე, რომელიც დამონტაჟებულია მძღოლის კუპის უკანა კედელზე და ერთი–მძღოლისა და გვერდითა მგზავრს შორის მდებარე სავარძელზე. (მონტაჟდება შეკვეთის შემთხვევაში) 
 
ამასთან, მძღოლის კუპესთან წვდომა ძალიან მოხერხებულია: ფართო, მოცურებისგან დაცული (შეკვეთისამებრ განათებული) საფეხურები აიოლებს კაბინაში ასვლას, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც მგზავრებს მანამდე უწევდათ ნესტიან ადგილებში მუშაობა. აღნიშნული თანამედროვე გადაწყვეტილება ორიენტაციას იღებს არამარტო მოქმედი სტანდარტებიდან, არამედ ითავლისწინებს მშრომელთა კავშირების მოთხოვნებს. 
 
ორმაგი კაბინა მიესადაგება ორივე  TGM, TGL სამოდელო სერიებს, ასევე სხვადსხვა ტონაჟის კლასებს 8 დან 18 ტონამდე დატვირთვით, შესაძლებელია სპეციალური აუცილებელი აღჭურვილობის კომპლექტის დამონტაჟება შეკვეთის შემთხვევაში.
 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30