MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
თოვლსაწმენდი

მიმოხილვა

 

fssvdsvd

 

ზამთრის პერიოდში MAN-ის სატვირთო საუკეთესო არჩვენაია. სერიიდან და ტიპიდან გამომდინარე, სატვირთო შეიძლება იყოს მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით. 2 და 3 - ღერძიანი ავტომობილები, რომელთა მთლიანი წონა 13-დან 26 ტონამდე მერყეობს, მუდმივი ან დროებითი ყველა წამყვანი თვლის სისტემითაა აღჭურვილი. MAN HydroDrive ამ მოდელის ინოვაციური ფუნქცია. ეს ადვილად დამონტაჟებადი, ჰიდროსტატული, წინა წამყვანი თვლის სისტემაა, რომელსაც MAN TGS და TGX-ის სერიისთვის დამახასიათებელი დიდი გაწევის ძალა აქვს.


მოთხოვნისამებრ, MAN-ის ყველა შასი ქარხანაშივე შეიძლება აღიჭურვოს სტანდარტული დაფით წინ დასამონტაჟებელი მოწყობილობებისთვის, რომელიც გამოსადეგია ჰიდრავლიკურად მართვადი თოვლის სახვეტი ნიჩბისათვის, საფრქვევი და მარილის მომყრელი მოწყობილობებისთვის. თვითმცლელის დამატებითი ჩარჩო ამწის დასამონტაჯებელი ადგილით შეიძლება აგრეთვე ქარხნულად დამზადდეს. მოთხოვნისამებრ ძალამრთმევი ლილვი (PTO) მონტაჟდება ქარხნულად რომელსაც შეიძლება შეუერთდეს სხვადასხვა ჰიდრავლიკური სისტემები.რესორი/ჰაერის შეკიდების სისტემის მქონე თვითმცლელი სამმხრივი დაცლის ფუნქციით თავის მოხერხებულობას ამჟღავნებს. ჰაერის დაკიდების შედეგად შასის სიმაღლე, ტვირთის მიუხედავად,უცვლელია. იგი დატვირთვის თანაბარ განაწილებას განაპირობებს. MAN TGM 13- ტონიანი კლასის უნიკალურ კომბინაციას 4x4 შასის რესორი/ჰაერის შეკიდებით გვთავაზობს.

 
 
მეტი შიგნით– მეტი გარეთ 
ავტომობილის ექსტერიერი გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და სასიამოვნო დიზაინს, ხოლო რაც შეეხება ინტერიერს,მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. ლამაზი დიზაინის მრავალფუნქციური საჭე სტანდარტულად მონტაჟდება L და LX კაბინებში.
C      კაბინა
L      კაბინა

ორმაგი კაბინა 

 
 
მუნიციპალური ავტომობილების ფართო სპექტრში არ არსებობს ისეთი საქმე, რომ ჩვენმა მავტომობილმა თავი ვერ გაართვას. სადაც სანდო ჯგუფია საჭირო, ქალაქსა თუ სოფელში, MAN ყოველთვის თქვენთანაა. ჩვენი გამოცდილებიდან და ძარის დამამზადებლებთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, შეგვიძლია თქვენთვის საჭირო ავტომობილი შეგირჩიოთ.
 

MAN- ეს არის მოწინავე ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს ეკონომიურობის, საიმედოობისა და კომფორტის საკითხში.


კაბინა C

მეტი ექსტერიერი – მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. 

კაბინა C  თავისი კომპაქტური ზომებით განსაკუთრებით კარგია ყოველდღიური გადაზიდვებისათვის. განსაკუთრებით მოხერხებულია: ძლიან დაბალი ასასვლელი ბილიკი,  კარები, რომელიც ფართოდ იღება, სავარძლებთან ადვილად გასასვლელი სივრცე. სხვადასხვა ნივთების შესანახი ფართო  სათავსოები იმისათვის, რომ ყველეფერი იყოს თავის ადგილზე განლაგებული.
 
შეკვეთისამებრ დამონტაჟებული წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთი განსაკუთრებით სასრგებლოა ყოველდღიური გადაზიდვებისას. 
 
კომფორტი უსაფრთხოებასთან ერთად
ყველა აღნიშნული კაბინა უსაფრთხოების ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს შეჯეხებების შემთხვევაში, ასევე აკმაყოფილებს ECE –R29 დირექტივების მოთხოვნებს. სურვილისამებრ, შესაძლებელია გაძლიერებული სტრუქტურის მქონე კაბინის ვარიანტის შეკვეთა, რომელიც აკმაყოფილებენ ე.წ. "შვედურ ტესტს".
 
კარგი სამუშაო პირობები ბორტზე
მძლავრი გათბობის სისტემა უზრუნველყოფს კომფრტულ სითბოს, რომელიც ასევე იცავს ფანჯრებს დაბურვისაგან ზამთარში. ტემპერატურის ავტო რეგილირების მქონე კონდნციონერი მიკრო კლიმატს კაბინაში.
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
რაც შეეხება მოხერხებულ და ერგონომიულ ინსტრუმენტების პანელს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა! anti-glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური საჭის მეშვეობით, რომელიც ასევე რეკომენდირებულია TGL და TGM სამოდელო სერიებისთვის. საჭიდან ხელის გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოიძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარამეტრები. 
 

კაბინა L

 

მეტი ექსტერიერი–მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომეიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის,ყურადღებას იპყრობს ასევე კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღწურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
750სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუმველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ რის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკევთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკნა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური  საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის  გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარაემეტრები. კაბინა  L  განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალის, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

კაბინა LX

 

მეტი ექსტერიერი– მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით   LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაიზიდვებს შორ მანძილზე. 
 
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისათვის –ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადასხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას. წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათვასებელი განყოფილება, რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი  დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპედლები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ორიო ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749მმ. ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამონტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

LX  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნუ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

 

ორმაგი კაბინა

 

კაბინა უზრუნველყოფს სივრცეს 7 ადამიანისთვის. 
 
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხდება არამარტო ტვირთის, არამედ მგზავრების ტრანსპორტირება MAN გვთავაზობს ორმაგ კაბინას. მძღოლისა და გვერდითა მგზავრის გარდა შესაძლებელია განთავსდეს კიდევ 5 ადამიანი: 4 სავარძელზე, რომელიც დამონტაჟებულია მძღოლის კუპის უკანა კედელზე და ერთი–მძღოლისა და გვერდითა მგზავრს შორის მდებარე სავარძელზე. (მონტაჟდება შეკვეთის შემთხვევაში) 
 
ამასთან, მძღოლის კუპესთან წვდომა ძალიან მოხერხებულია: ფართო, მოცურებისგან დაცული (შეკვეთისამებრ განათებული) საფეხურები აიოლებს კაბინაში ასვლას, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც მგზავრებს მანამდე უწევდათ ნესტიან ადგილებში მუშაობა. აღნიშნული თანამედროვე გადაწყვეტილება ორიენტაციას იღებს არამარტო მოქმედი სტანდარტებიდან, არამედ ითავლისწინებს მშრომელთა კავშირების მოთხოვნებს. 
 
ორმაგი კაბინა მიესადაგება ორივე  TGM, TGL სამოდელო სერიებს, ასევე სხვადსხვა ტონაჟის კლასებს 8 დან 18 ტონამდე დატვირთვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ექსპლოატაციისას მაგ: ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, შესაძლებელია სპეციალური აუცილებელი აღჭურვილობის კომპლექტის დამონტაჟება შეკვეთის შემთხვევაში.

 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30