MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
ნაგავმზიდი

მიმოხილვა

 

rrwd nafed

 

ჩვენი დროის მაღალი მოთხოვნები გარემოს დაცვასთან და ლოჯისტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც ასევე გულისხმობს ნარჩენების პერიოდულ დახარისხებას, ინოვაციურ ტექნოლოგიებს მოითხოვს. მიზანი ხარჯი/სარგებლის დამოკიდებულების ოპტიმიზაცია და პროცესის ეფექტურობის გაზრდაა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა მოქნილ, ეკონომიურ და ეკოლოგიურ ტრანსპორტს ენიჭება.
ნარჩენების შეგროვებისა და განადგურების სამუშაოები მოიცავს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სამუშაოების დანაწილებას გადასამუშავებელ, სამშენებლო და საკანალიზაციო ნარჩენებად. შესაბამისად, მათი განადგურებაც დანაწევრებულად ხდება ფეკალურ ნარჩენებად, ბიოლოგიურ და ელექტრო ნარჩენებად. ასვე გასათვალისწინებელია მუნიციპალური ტრანსპორტის პასუხისმგებლობა გზებზე, როგორც ნორმალურ, ისე ზამთრის ცივ პირობებში.
ყველა ამ საქმიანობის შესასრულებლად MAN-ს შესაბამისი ავტომობილი ჰყავს. ის სანდოობას ინოვაციურობასთან აერთიანებს, მიზნად კი მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა აქვს დასახული. მაგალითად, common-rail ძრავები ნაკლები საწვავის მოხმარებით მეტი ძალის წარმოქმნას უზრუნველყოფს. MAN TipMatic სიჩქარეების კოლოფი მძღოლის დატვირთვას ამცირებს, აადვილებს ავტომობილით ტვირთის გადატანას და ამცირებს საწვავის მოხმარებას.

 

 MAN-ის ნაგავშემკრები ავტომობილები აფასოებს საყოფაცხოვრებო ნაგავს, ინდუსტრიულ და საშიშ ნარჩენებს. სამღერძიან TGM და TGS ავტომობილში დიდი მარგი წონა და ოპტიმალური მობილურობაა გაერთიანებული. აქ განსაკუთრებით TGS-ის ოპტიმალური 9 -ტონიანი ზარმაცა ღერძია მნიშვნელოვანი. ავტომობილის თვლების ბაზა დიდია, რაც წინა ღერძის ტვირთამწეობას ზრდის და ტვირთის მოცულობის მიუხედავად ახდენს ავტომობილის მართვის ოპტიმიზაციას. ყველაზე საინტერესო კი მარგი წონის საკითხია. ახალი 26- ტონიანი TGM დამატებითი უკანა ზარმაცი ღერძით და მძღოლის კაბინაში ასასვლელი ორსაფეხურიანი კიბითაა აღჭურვილი. 17-დან 30 კუბ.მ-მდე მოცულობის კონტეინერის გადასატანად 3 ღერძიანი. ხოლო 6-16 კუბ.მ კონტეინერის გადასატანად ორღერძიანი სატვირთოს გამოყენებაა შესაძლებელი.

MAN-ის ნაგავშემკრები ავტომობილები ყველა ტიპის სამუშაოსთვის გამოდგება იქნება ეს ნარჩენების შეგროვება ავტომობილის უკანა, წინა თუ გვერდითა ნაწილში.გადაცემათა კოლოფებიდან შეგვიძლია ავირჩიოთ ავტომატური MAN TipMatic სპეციალური RCV-თი, სრულად ავტომატური ან მექანიკური.

MAN-ის შასი ქუჩის დამგველი დანადგარით. ორღერძიანი ავტომობილის დასაშვები წონა 12-18 ტონაა, რომელიც ნებისმიერი დასუფთავების ავტომობილის ბაზად გამოდგება. სცადეთ რესორი/ჰაერის შეკიდების გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი ნებისმიერი დატვირთვის პირობებში სიმაღლის ერთ დონეს ინარჩუნებს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს. მოძრაობს 90 კმ/სთ სიჩქარით, გვის 0.9 კმ/სთ-ით.

MAN-ის უნიკალური კონცეფცია ძალიან ნელი დაგვისთვისაა გათვლილი. იდეალური დაგვის სიჩქარე სხვადასხვა ტიპის სამუშაოზეა მორგებული, მაგალითად სამშენებლო მოედნის დასაგველი სიჩქარე 2 კმ-სთ-ია. მხოლოდ MAN-ის კონცეფციისთვისაა შესაძლებელი ასეთი დაბალი სიჩქარის განვითარება იმ ძრავისათვის, რომლის აუცილებელი სიჩქარე დაახლოებით, 900 rpm-ია. ამ სისტემით ავტომობილის დამგველი ძალამრთმევი ლილვით (PTO) იმართება, რის გამოც დამოუკიდებელი ძრავი საჭირო არაა. ძალიან დაბალი დაგვის სიჩქარე დამატებითი სიჩქარის კოლოფის რედუქტორით გამომუშავდება. სწორედ ეს განაპირობებს დაგვის სიჩქარეს 0.9 კმ/სთ პირველი სიჩქარით, ხოლო 2.3 კმ/სთ - მეოთხე სიჩქარით და სრულ სიჩქარეს - სტანდარტული გადაადგილებისთვის.


ეკოლოგიის თვალსაზრისით ქუჩის დამგველი ავტომობილები ყველაზე გამართლებულია. განსაკუთრებით, თუ ძრავა MAN PM-KAT ფილტრით არის აღჭურვილი, რადგან MAN-ის გამონაბოლქვი სისტემა არა მხოლოდ გაზის, არამედ პატარა ნაწილაკების ემისიასაც ამცირებს. სწორედ ამის გამო ითვლება, რომ ავტომობილები გარემოზე ზრუნავენ. უფრო მეტიც, D08 ძრავა გამონაბოლქვის უფრო მკაცრ - EEV სტანდარტს აკმაყოფილებს.


მორწყვა, ამოტუმბვა, გაწმენდა


არხის კედლების ჩარეცხვა, მყარი ტალახის ამოღება, ორმოების ამოსუფთავება: MAN-ის ავტომობილი, რომელიც არხის ამოსასუფთავებლადაა შექმნილი, სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს, როგორებიცაა მაღალი წნევით რეცხვის სამუშაოები, ტალახისა და ნარჩენების ამოღება, ასევე მათი კომბინაცია.
MAN-ის სამოდელო რიგი 2 ან 3-ღერძიან ავტომობილებს მოიცავს, ამ უკანასკნელს ზარმაცი ღერძით, უკანა წამყვანი ღერძით ან ტანდემური ღერძით. 3-ღერძიან სატვირთო 9-ტონიანი ზარმაცი მართვადი ღერძით, წონის ოპტიმალური განაწილებით და ავტომობილის საუკეთესო მართვის სისტემით განსაკუთრებულ მოდელს წარმოადგენს. 4-ღერძიანი შასი სერიოზული დავალების შესასრულებლად ყოველთვის მზადაა. შესაძლებელია მე-5 ღერძის დამატებაც. სწორად შერჩეული ძალამრთმევი ლილვი (PTO) უზრუნველყოფს ყველა სამუშაოს შესრულებას. შესაბამისი ADR უსაფრთხოების სისტემა კი მავნე ნივთიერებების გადასაზიდი ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი.

 


საიმედოობის მაღალი ხარისხი უსაფრთხოების სისტემის წყალობით. 
სუპერ თანამედროვე სამუხრუჭე სისტემა ელექტრო მართვით (EBS) გპირდებათ მაღალ საიმედოობას ამ კლასის ავტომობილებში. ოფციური ელექტრო Wheel skid დაცვა anti-filt,  იცავს როგორც მძღოლს , ისე გადასაზიდ ტვირთს.
 
 
 
მეტი შიგნით– მეტი გარეთ 
ავტომობილის ექსტერიერი გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და სასიამოვნო დიზაინს, ხოლო რაც შეეხება ინტერიერს,მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. ლამაზი დიზაინის მრავალფუნქციური საჭე სტანდარტულად მონტაჟდება L და LX კაბინებში.
C      კაბინა
L      კაბინა
LX   კაბინა
სპეც. კაბინა

MAN- ეს არის მოწინავე ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს ეკონომიურობის, საიმედოობისა და კომფორტის საკითხში. 


კაბინა C

 

მეტი ექსტერიერი – მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. 

კაბინა C  თავისი კომპაქტური ზომებით განსაკუთრებით კარგია ყოველდღიური გადაზიდვებისათვის. განსაკუთრებით მოხერხებულია: ძლიან დაბალი ასასვლელი ბილიკი,  კარები, რომელიც ფართოდ იღება, სავარძლებთან ადვილად გასასვლელი სივრცე. სხვადასხვა ნივთების შესანახი ფართო  სათავსოები იმისათვის, რომ ყველეფერი იყოს თავის ადგილზე განლაგებული.
 
შეკვეთისამებრ დამონტაჟებული წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთი განსაკუთრებით სასრგებლოა ყოველდღიური გადაზიდვებისას. 
 
კომფორტი უსაფრთხოებასთან ერთად
ყველა აღნიშნული კაბინა უსაფრთხოების ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს შეჯეხებების შემთხვევაში, ასევე აკმაყოფილებს ECE –R29 დირექტივების მოთხოვნებს. სურვილისამებრ, შესაძლებელია გაძლიერებული სტრუქტურის მქონე კაბინის ვარიანტის შეკვეთა, რომელიც აკმაყოფილებენ ე.წ. "შვედურ ტესტს".
 
კარგი სამუშაო პირობები ბორტზე
მძლავრი გათბობის სისტემა უზრუნველყოფს კომფრტულ სითბოს, რომელიც ასევე იცავს ფანჯრებს დაბურვისაგან ზამთარში. ტემპერატურის ავტო რეგილირების მქონე კონდნციონერი მიკრო კლიმატს კაბინაში.
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
რაც შეეხება მოხერხებულ და ერგონომიულ ინსტრუმენტების პანელს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა! anti-glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური საჭის მეშვეობით, რომელიც ასევე რეკომენდირებულია TGL და TGM სამოდელო სერიებისთვის. საჭიდან ხელის გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოიძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარამეტრები.
 

კაბინა L

 

მეტი ექსტერიერი–მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომეიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის,ყურადღებას იპყრობს ასევე კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღწურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
750სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუმველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ რის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკევთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკნა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური  საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის  გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარაემეტრები. კაბინა  L  განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალის, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

კაბინა LX

 

მეტი ექსტერიერი– მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით   LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაიზიდვებს შორ მანძილზე. 
 
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისათვის –ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადასხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას. წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათვასებელი განყოფილება, რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი  დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპედლები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ორიო ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749მმ. ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამონტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

LX  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნუ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

 

ცპეც. კაბინა

 

სიგანით 2376მმ, სიმაღლით
2813მმ, სიგრძით 2785მმ ორმაგი
კაბინა უზრუნველყოფს სივრცეს 
7 ადამიანისთვის. 
 
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხდება არამარტო ტვირთის, არამედ მგზავრების ტრანსპორტირება MAN გვთავაზობს ორმაგ კაბინას. მძღოლისა და გვერდითა მგზავრის გარდა შესაძლებელია განთავსდეს კიდევ 5 ადამიანი: 4 სავარძელზე, რომელიც დამონტაჟებულია მძღოლის კუპის უკანა კედელზე და ერთი–მძღოლისა და გვერდითა მგზავრს შორის მდებარე სავარძელზე. (მონტაჟდება შეკვეთის შემთხვევაში) 
 
ამასთან, მძღოლის კუპესთან წვდომა ძალიან მოხერხებულია: ფართო, მოცურებისგან დაცული (შეკვეთისამებრ განათებული) საფეხურები აიოლებს კაბინაში ასვლას, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც მგზავრებს მანამდე უწევდათ ნესტიან ადგილებში მუშაობა. აღნიშნული თანამედროვე გადაწყვეტილება ორიენტაციას იღებს არამარტო მოქმედი სტანდარტებიდან, არამედ ითავლისწინებს მშრომელთა კავშირების მოთხოვნებს. 
 
ორმაგი კაბინა მიესადაგება ორივე  TGM, TGL სამოდელო სერიებს, ასევე სხვადსხვა ტონაჟის კლასებს 8 დან 18 ტონამდე დატვირთვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ექსპლოატაციისას მაგ: ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, შესაძლებელია სპეციალური აუცილებელი აღჭურვილობის კომპლექტის დამონტაჟება შეკვეთის შემთხვევაში.
 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30