MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
19.03.2013
MAN Trucknology® Days –2013

2

კომპანია MAN –მა დამთვალიერებელს, 150 სახის სატვირთო ავტომობილის ხილვისა და ტესტ–დრაივის შესაძლებლობა მისცა. ყურადღების ცენტრში მოექცა ახალი, სხვადასხვა სექტორისათვის განკუთვნილი, ეფექტური MAN –ის ავტოტრანსპორტი. არანაკლები ყურადღება მიიპყრო ასევე კომუნალური სამუშაოებისათვის განკუთვნილმა ტექნიკამ.

მსგავსი მასშტაბის ტექნიკის დემონსტრაციებს კომპანია MAN 2008 წლიდან წელიწადში მინიმუმ ერთხელ ახორციელებს. ამჯერად MAN Truck Forum –მა და მიუნხენთან ახლოს მდებარე სატესტო ბილიკმა დაახლოებით 3500 მდე დაინტერესებული დამთვალიერებელი 15 ევროპული ქვეყნიდან, ასევე სამხრეთ კორეადან მიიზიდა. ეს ფაქტი MAN–ის პროდუქციისადმი ინტერესის მნიშვნელოვან ზრდაზე მეტყველებს, იმდენად რამდენადაც ღონისძიებას ერთი წლის უკან მხოლოდ 2400 დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორებს საშულება ჰქონდათ პრაქტიკულად გამოეცადათ MAN –ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა შორის წარმოდგენილი იყო ასევე TG სერიის ოჯახი, ახალი EURO 6 ძრავით. აღნიშნული ძრავის გამოცდა ტესტ–დრაივის ფარგლებში განხორციელდა TGL, TGM, TGS და TGX ავტომობილებზე, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეკოლოგიური უსაფრთხოებით, წელს გამოფენაზე წარმოდგენილი დაახლოებით 150 მდე ავტომობილიდან მათი გამოყენების მრავალფეროვნების დემონსტრირება ხდებოდა ხუთი მიმართულებით: შორი გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, კომუნალური სექტორი და მძიმე ტექნიკა. შთამბეჭდავმა სამშენებლო ტექნიკამ, ისევე როგორც ავტომობილებმა შორი გადაზიდვებისათვის სტუმრები აღტაცებაში მოიყვანეს. დამთვალიერებლებმა არანაკლები დაინტერესება გამოხატეს ტესტ–დრაივის მიმართ გრძელ მარშრუტზე, რომელიც განლაგებულია მაგისტრალებსა და MAN –ის საწარმოსთან ახლოს მდებარე გზებზე. მასზე კონტროლს ახორციელებდნენ MAN ProfiDrive –ის ინსტრუქტორები. Trucknology® Days» სპეციალისტთა ლექციებმა, პრეზენტაციებმა და ღონისძიების შესანიშნავმა პროგრამამ დაასრულა.

ყოველწლიურად გამოფენა Trucknology® Days» –ის მთავარი თემა წარმოდგენილი სექტორებიდან ერთ–ერთი ხდება. წელს განსაკუთრებული ყურადღება კომუნალური მომსახურებისათვის განკუთვნილმა ტექნიკის მრავალფეროვანმა არსენალმა მიიპყრო. წარმოდგებილ იქნა ასევე დასუფთავების, საგზაო –სარემონტო, თოვლის საწმენდი ტექნიკა, ნაგავმზიდები, ასინიზაციის მანქანები . ნარინჯისფერი გამოფენაზე მნახველის თვალს იპყრობდა. სპეციალური გამოფენის ფავორიტად იქცა ტექნიკა ჰიბრიდული ძრავით. მათ შორის დებიუტანტი IAA 2012, ექსპერიმენტალური ნაგავმზიდი მორგებული MAN Metropolis ელექტრო ძრავზე, რომელიც აღჭურვილია თანმიმდევრული ჰიბრიდული სისტემითა და მთლიანად ელექტრო სისტემის მქონე ძარით. შემდგომი სიახლეა – ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ჰიდროსტატიკური სისტემით.

MAN Trucknology® Roadshow

ამ ღონისძიებამ დასაბამი მისცა სატვირთო ავტობილების სადემონსტრაციო რალის სახელწოდებით MAN Trucknology® Roadshow 2013. დაახლოებით 70 მდე TGL, TGM, TGS და TGX სერიის ავტომობილი გაემგზავრა ტურნეში ევროპის გარშემო. აღნიშნული რალის მონაწილეთა შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. 2013 წელს რალის მონაწილეთა მეოთხედს საშუალება მიეცემათ ძალები ევრო–6 ძრავის გამოყენებით მოსინჯონ. რაც შეეხება სრულყოფილად დაკომპლექტებულ ავტომობილებს ძარით ან ნახევრად მისაბმელით, ასეთებს წარმოადგენენ გადამზიდი და მაგისტრალური ტრანსპორტი, სამშენებლო ტექნიკა, მძიმე ტექნიკა და ავტომობილები კომუნალური სამუშაოებისათვის. კომუნალური ტექნიკის სეგმენტს წარმოადგენენ თოვლის საწმენდი მანქანები, ნაგავმზიდები და ავტომობილები დასაშლელი ძარით, რომელიც განკუთვნილია სახანძრო ბრიგადებისათვის. MAN–ის გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლები საკუთარი მომხმარებლისათვის აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით ტესტ–დრაივს აწყობენ , რომელიც რამოდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. მომხმარებლებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საშუალება ეძლევათ დარწმუნდნენ ამ სექტორში MAN–ის მაღალ კომპეტენციასა და გამოცდილებაში და შეუძლიათ თავად შეაფასონ კომპანიის სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მაღალი ეფექტურობა და ეკონომიურობა.

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
მარტი 2013
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31