MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
12.09.2014
MAN წარმოება


MAN-ის ისტორია ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან იწყება და 250 წელზე მეტს ითვლის. დღესდღეობით ის წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა სატვირთო, კომერციული ავტომანქანებისა და სხვა სახის საინჟინრო ინოვაციების წარმოების სფეროში.

სატვირთო და კომერციული აქვტომანქანების წარმოების კუთხით MAN Truck & Bus ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ევროპაში. კომპანია წარმოდგენილია მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო სატვირთო ავტომანქანების წარმოების მიმართულებით 7-ზე მეტ ქარხანას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და სამხრეთ ამერიკაში.
თითოეული ქარხანა აღჭურვილია უახლესი მანქანა-დანადგარებით და მათში დასაქმებულთა რაოდეონობა 2500 ადამიანს აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ წლის განმავლობაში ქარხნები კონვეირზე საშუალოდ 58 000 ერთეულს და სვადასხვა მოდელის 7.5დან 41 (სპეც შეკვეთით 50) ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთოების უშვებენ. კონვეირის ხაზი ძირითადად დაყოფილია შასისა და კაბინის აწყობა/კომპლექტირების და ტესტირების განყოფილებებისაგან.
უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ქარხანას თავისი კონკრეტული მიმართულება აქვს აღებული, მაგალითად, მიუნხენის ქარხანაში 18 დან 41 ტონამდე სატვირთოები იწარმოება. მარტო კაბინის აწყობაზე 1000 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ღერძისა და სავალი ნაწილის აწყობაზე 800 ადამიანი. დაახლოებით 600 დასაქმებული ადმინისტრირებას უწევს საქონლის 25 000 აქტიური ერთეულისა და 18 000 სტოკის ყოველდღიურ მოძრაობას.

 

csttt

 
 

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
სექტემბერი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30