MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
TGL

მიმოხილვა

 

TGL4c

 

შესვლა კლასში– Trucknology


7.5 -12 ტონიანი სატვირთო ავტომობილებში გამოყენებულია   გააჩნია   Trucknology–ის თაობისათვის დამახასიათებელი დიზაინი. შესაძლებელია  ძრავის არჩევა  150 –დან 250 ცხენის ძალამდე, ხოლო ახალი TGL მოდელს კიდევ უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია.


დიდი ეკონომიურობა მართვის ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით.

TGL  კლასის ავტომობილები აღჭურვილია ახალი მძლავრი MAN Pure Diesel ტექნოლოგიის ძრავებით: გამონაბოლქვის ფილტრაციის ინოვაციური სისტემა და Common Rail სისტემა . ყველა მძლავრი ვარიანტი შეესაბამება EEV  ნორმას (ემისიის უმაღლესი სტანდარტი) ან არჩევანის მიხედვით  Euro 5 უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას შიდა საქალაქო ეკოლოგიურ ზონებში.


დიდი საიმედოობა უსაფრთხოების სისტემის წყალობით.

სუპერაქტიური სამუხრუჭე სისტემა ელექტრო მართვით (EBS) გვთავაზობს  მაღალ საიმედოობას ამ კლასის ავტომობილებშიელექტრონული სტაბილიზაციის სისტემა  (ESP) უზრუნველყოფს მძღოლისა და ტვირთის უსაფრთხოებას.

უსაფრთხოების სისტემები


უფრო მეტი, ვიდრე 7,5 ტონიანი სატვირთო ავტომობილი

გადაზიდვა მარტივდება სატრანსპორტო საშუალებების მასის შემცირების შედეგად.


დამატებითი მნივნელოვანი ღირებულება –12 ტონიანი სატვირთო ავტომობილი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე.

15 ტონიანი სატვირთო ავტომობილი TGL –ის ბაზაზე შესაძლებელია გადაყვანილ იქნას 11, 99 ტონიან კატეგორიაში და მოსაკრებლის გარეშე ექპლოატირებულ იქნას მაგ გერმანიაში.


მეტი შიგნით – მეტი გარეთ

ავტომობილის ექსტერიერი გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს მაღალი ხარისხის სავარძლებიტა და სრულყოფილი ერგონომიკით. ლამაზი დიზაინის მრავალფუნქციური  საჭე სტანდარტულად მონტაჟდება L  და LX  კაბინებში.

C  კაბინა

L კაბინა

LX კაბინა

ორმაგი კაბინა


კაბინა C

 

C  კაბინა

 

მეტი ექსტერიერი – მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. 

კაბინა C  თავისი კომპაქტური ზომებით განსაკუთრებით კარგია ყოველდღიური გადაზიდვებისათვის. განსაკუთრებით მოხერხებულია: ძლიან დაბალი ასასვლელი ბილიკი,  კარები, რომელიც ფართოდ იღება, სავარძლებთან ადვილად გასასვლელი სივრცე. სხვადასხვა ნივთების შესანახი ფართო  სათავსოები იმისათვის, რომ ყველეფერი იყოს თავის ადგილზე განლაგებული.
 
შეკვეთისამებრ დამონტაჟებული წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთი განსაკუთრებით სასრგებლოა ყოველდღიური გადაზიდვებისას. 
 
კომფორტი უსაფრთხოებასთან ერთად
ყველა აღნიშნული კაბინა უსაფრთხოების ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს შეჯეხებების შემთხვევაში, ასევე აკმაყოფილებს ECE –R29 დირექტივების მოთხოვნებს. სურვილისამებრ, შესაძლებელია გაძლიერებული სტრუქტურის მქონე კაბინის ვარიანტის შეკვეთა, რომელიც აკმაყოფილებენ ე.წ. "შვედურ ტესტს".
 
კარგი სამუშაო პირობები ბორტზე
მძლავრი გათბობის სისტემა უზრუნველყოფს კომფრტულ სითბოს, რომელიც ასევე იცავს ფანჯრებს დაბურვისაგან ზამთარში. ტემპერატურის ავტო რეგილირების მქონე კონდნციონერი მიკრო კლიმატს კაბინაში.
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
რაც შეეხება მოხერხებულ და ერგონომიულ ინსტრუმენტების პანელს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა! anti-glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური საჭის მეშვეობით, რომელიც ასევე რეკომენდირებულია TGL და TGM სამოდელო სერიებისთვის. საჭიდან ხელის გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოიძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარამეტრები. 
 
 

კაბინა L

 

L  კაბინა

 

მეტი ექსტერიერი–მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომეიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის,ყურადღებას იპყრობს ასევე კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღწურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
750სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუმველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ რის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკევთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკნა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური  საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის  გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარაემეტრები. კაბინა  L  განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალის, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

კაბინა LX

 

LX   კაბინა


მეტი ექსტერიერი– მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით   LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაიზიდვებს შორ მანძილზე. 
 
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისათვის –ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადასხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას. წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათვასებელი განყოფილება, რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი  დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპედლები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ორიო ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749მმ. ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამონტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

LX  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნუ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

 

 

ორმაგი კაბინა

 

ორმაგი კაბინა  კაბინა


სიგანით 2376მმ, სიმაღლით
2813მმ, სიგრძით 2785მმ ორმაგი
კაბინა უზრუნველყოფს სივრცეს 
7 ადამიანისთვის. 
 
იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ხდება არამარტო ტვირთის, არამედ მგზავრების ტრანსპორტირება MAN გვთავაზობს ორმაგ კაბინას. მძღოლისა და გვერდითა მგზავრის გარდა შესაძლებელია განთავსდეს კიდევ 5 ადამიანი: 4 სავარძელზე, რომელიც დამონტაჟებულია მძღოლის კუპის უკანა კედელზე და ერთი–მძღოლისა და გვერდითა მგზავრს შორის მდებარე სავარძელზე. (მონტაჟდება შეკვეთის შემთხვევაში) 
 
ამასთან, მძღოლის კუპესთან წვდომა ძალიან მოხერხებულია: ფართო, მოცურებისგან დაცული (შეკვეთისამებრ განათებული) საფეხურები აიოლებს კაბინაში ასვლას, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც მგზავრებს მანამდე უწევდათ ნესტიან ადგილებში მუშაობა. აღნიშნული თანამედროვე გადაწყვეტილება ორიენტაციას იღებს არამარტო მოქმედი სტანდარტებიდან, არამედ ითავლისწინებს მშრომელთა კავშირების მოთხოვნებს. 
 
ორმაგი კაბინა მიესადაგება ორივე  TGM, TGL სამოდელო სერიებს, ასევე სხვადსხვა ტონაჟის კლასებს 8 დან 18 ტონამდე დატვირთვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში ექსპლოატაციისას მაგ: ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში, შესაძლებელია სპეციალური აუცილებელი აღჭურვილობის კომპლექტის დამონტაჟება შეკვეთის შემთხვევაში.
 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30