MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
კომერციული ტრანსპორტი

მიმოხილვა

 

commee

 

 

Trucknology® სერიის TGL და TGM ავტომობილები პროფესიონალიზმისა პროდუქტიულობის შეთავსებას უზრუნველყოფენ. მათ ყველა ის თვისება გააჩნიათ, რაც MAN-ს ინოვაციური და სანდო ტრანსპორტის იმიჯს უქმნის. იმისდა მიუხედავად, რომელი სატვირთო ავტომობილით მგზავრობთ, მაქსიმალური ეფექტურობა ყოველთვის თან გსდევთ. იგი იწყება ბრენდისათვის დამახასიათებელი დიზაინით - ელეგანტური ხაზებით, რომელიც შემხვედრ ქარს იდეალურად იტოვებს უკან. აეროდინამიური ფორმის წყალობით ტვირთის გადაზიდვა უფრო ნაკლები საწვავის გამოყენებითაა შესაძლებელი. ეფექტურობა უზრუნველყოფილია Common rail ძრავისა და საქვეყნოდ აღიარებული MAN TipMatic® სიჩაქარეთა კოლოფის წყალობით.სატვირთო ნაწილი საჭირო პატივს მიაგებს გარემომცველ სამყაროსაც. ჭკვიანური MAN PURE DIESEL® ტექნოლოგიის წყალობით TGL და TGM ეკოლოგიისა და ეკონომიის ერთგვარ სტანდარტს ქმნის. ერგონომიული და კომფორტული კაბინები, ასევე MAN BrakeMatic-ით უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სურვილისამებრ ESP სტაბილურობის კონტროლი სწორედ ამ მაღალი სტანდარტის დამაგვირგვინებელია. ტვირთის ოდენობის ეფექტური შერჩევის წყალობით TGL და TGM ტრანსპორტის სფეროში მაქსიმალური ეფექტურობის განხორციელებას უზრუნველყოფს.

გარდა ეკონომიურობის უმაღლესი დონისა, ემისიების ოპტიმალური მაჩვენებლებით შემოიფარგლება.
MAN PURE DIESEL® ტექნოლოგია AdBlue®-ს არ საჭიროებს. ასე რომ, შეგიძლიათ დაზოგოთ დანამატებთან დაკავშირებული თანხები, არ გჭირდებათ AdBlue®-ს დამატებითი ავზი, არ ხართ დამოკიდებული AdBlue® ინფრასტრუქტურაზე და ამავდროულად დაახლოებით 100 კილოგრამით უფრო მეტი ტვირთის გადაზიდვა შეგიძლიათ, ვიდრე ტრადიციულ სელექციური კატალისტური შემცირების (SCR) შემთხვევაში.

 

ელეგანტური, ერგონომიული და ეფექტური - ეს ის კომბინაციაა, რომელსაც ამ ფორმით მხოლოდ MAN გთავაზობთ. მას შეიგრძნობთ როგორც ჩვეულებრივი სადისტრიბუციო ტრანსპორტის ფართე C კაბინით მგზავრობისას, სამშენებლო მოედანზე თუ მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის დროს, ასევე შორი დანიშნულების ადგილისაკენ L ან XL კაბინით მზგავრობის დროსაც. TGL შთამბეჭდავად წარმოგვიდგენს დინამიურ რეაგირებას, მართვის კარგ მაგალითებსა და მანევრირების ფართო შესაძლებლობებს. იგი სრულყოფილად შეესაბამება სატრანსპორტო სექტორის მოთხოვნებს; დინამიკასთან, კონტროლთან, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ყველა მოლოდინს აკმაყოფილებს და ამავდროულად ეკონომიური და ეფექტურია. როცა თავად გაეცნობით ამ ავტომობილს, ყველაზე კარგად შეიგრძნობთ რამდენად ადვილია ამ 7.5-12 ტონიანი ავტომობილების მართვა. უბრალოდ ჩაჯექით და გაემგზავრეთ. TGL-ის შემთხვევაში ყველაფერი ასე მარტივია

 

მეტი შიგნით– მეტი გარეთ 
ავტომობილის ექსტერიერი გთავაზობთ გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და სასიამოვნო დიზაინს, ხოლო რაც შეეხება ინტერიერს,მძღოლს შეუძლია ისიამოვნოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. ლამაზი დიზაინის მრავალფუნქციური საჭე სტანდარტულად მონტაჟდება L და LX კაბინებში.
C      კაბინა
L      კაბინა
LX   კაბინა
 

MAN- ეს არის მოწინავე ბრენდი, რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს ეკონომიურობის, საიმედოობისა და კომფორტის საკითხში. 


კაბინა C

 

მეტი ექსტერიერი – მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. 

კაბინა C  თავისი კომპაქტური ზომებით განსაკუთრებით კარგია ყოველდღიური გადაზიდვებისათვის. განსაკუთრებით მოხერხებულია: ძლიან დაბალი ასასვლელი ბილიკი,  კარები, რომელიც ფართოდ იღება, სავარძლებთან ადვილად გასასვლელი სივრცე. სხვადასხვა ნივთების შესანახი ფართო  სათავსოები იმისათვის, რომ ყველეფერი იყოს თავის ადგილზე განლაგებული.
 
შეკვეთისამებრ დამონტაჟებული წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთი განსაკუთრებით სასრგებლოა ყოველდღიური გადაზიდვებისას. 
 
კომფორტი უსაფრთხოებასთან ერთად
ყველა აღნიშნული კაბინა უსაფრთხოების ყველა მაღალ სტანდარტს აკმაყოფილებს შეჯეხებების შემთხვევაში, ასევე აკმაყოფილებს ECE –R29 დირექტივების მოთხოვნებს. სურვილისამებრ, შესაძლებელია გაძლიერებული სტრუქტურის მქონე კაბინის ვარიანტის შეკვეთა, რომელიც აკმაყოფილებენ ე.წ. "შვედურ ტესტს".
 
კარგი სამუშაო პირობები ბორტზე
მძლავრი გათბობის სისტემა უზრუნველყოფს კომფრტულ სითბოს, რომელიც ასევე იცავს ფანჯრებს დაბურვისაგან ზამთარში. ტემპერატურის ავტო რეგილირების მქონე კონდნციონერი მიკრო კლიმატს კაბინაში.
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
რაც შეეხება მოხერხებულ და ერგონომიულ ინსტრუმენტების პანელს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა! anti-glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური საჭის მეშვეობით, რომელიც ასევე რეკომენდირებულია TGL და TGM სამოდელო სერიებისთვის. საჭიდან ხელის გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოიძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარამეტრები. 
 

კაბინა L

 

მეტი ექსტერიერი–მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომეიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის,ყურადღებას იპყრობს ასევე კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღწურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
750სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუმველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ რის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკევთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკნა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური  საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის  გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარაემეტრები. კაბინა  L  განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალის, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

კაბინა LX

 

მეტი ექსტერიერი– მეტი ინტერიერი
ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით   LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაიზიდვებს შორ მანძილზე. 
 
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისათვის –ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადასხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას. წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათვასებელი განყოფილება, რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი  დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპედლები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ორიო ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749მმ. ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამონტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

LX  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნუ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30