MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
TGX

მიმოხილვა

 

1Ast 4c - Copy

 

TGX ადგენს ახალ სტანდარტებს შორი გადაზიდვებისათვის


MAN TGX სატვირთო ავტომობილთა სერია, რომელსაც მიღებული აქვს რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის  "წლის სატვირთო ავტომობილი 2008", ადგენს ახალ სტანდარტებს ავტომობილთა ეფექტურობასთან დაკავშირებით გრძელ რეისებზე ტრანსპორტირებისათვის. ეს არის ნახევრად მისაბმელი სტვირთო ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია შორი გადაზიდვებისათვის.

 

ეფექტურობის ჩემპიონი: ახალი TGX Efficient Line

 

საწვავის  მაქსიმალური ეკონომია მინიმალური CO2 ემისიით და ყველა სტანდარტული აღჭურვილობით. ეს არის ის, რასაც ახალი 4x2 400–480 ცხენის ძალით, უნაგირა საწევარა გვთავაზობს:

 

უპირატესობები:
შორი გადაზიდვებისას 100კმ. მანძილზე 3 ლიტრამდე საწვავის ეკონომია შესაძლებელია ტექნიკურად რთული ღონისძიებების განხორციელების გარეშე. Efficinet Line   დიზაინი გათვლილია ოპტიმალური აერო–დინამიკისთვის: ქარამრიდი ფრთა არის აუცილებელი დეტალი.

მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია 85კმ.ს–მდე , სისტემა ჰაერის  წნევის მართვის სისტემა. დღის განათება და ახალი თაობის ინტარდერი უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვას. მძღოლებისათვის გათვალისწინებული სპეციალური კურსები ექსპლოატაციის მაქსიმალური ეკონომიის მიზნით წარმოადგენს ჩვენი საპაკეტო შემოთავაზების ნაწილს.

 

ეკონომიურობა დახვეწილი აეროდინამიკის წყალობით
აეროდინამიკური წინააღმდეგობის 4%–ით შემცირება (CW) და მსუბუქი კონსტრუქცია ამცირებს საწვავის მოხმარებასა და მანქანის მართვისგან გამოწვეულ ხმაურს  30% –ით თავის წინამორბედ TGA-სთან შედარებით.

 

უსაფრთხოება დამხმარე სისტემების მეშვეობით
ელექტრონული სტაბილიზაციის პროგრამა (ESP) ნაწილობრივ სტანდარტული, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი (ACC) ანტიბლოკირების სამუხრუჭე სისტემა  (ABS) ხაზის მიდევნების სისტემა  (LGS) გადაბრუნებისგან დამცავი სისტემა. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მძღოლისა და ტვირთის უსაფრთხოებას.
უსაფრთხოების სისტემები

EEV სერტიფიკატი (SCR) ტექნოლოგიის საფუძველზე.
თავისუფალი გადაადგილება დაბალი ემისიის ზუსტი EEV სტანდარტის დაცვით 320– დან 480–მდე  ცხენის ძალის ძრავებისათვის. ევროპის უძლიერესი სტვირთო MAN V8  680 ცხენის ძალით. ახლა უკვე შესაძლებელია EEV ტექნოლოგიით.

ახალი უსფართხოების პაკეტი MAN TGX–თვის
MAN  თავის მომხმარებლებს კიდევ უფრო უსაფრთხო მოძრაობისათვის სთავაზობს ახალ  უსაფრთხოების  სისტემებს : ხაზის მიდევნების სისტემა( LGS) ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი (ACC) ერთ პაკეტად , რაც  უზრუნველყოფს  TGX  Efficient Line  ავტომობილებისათვის უფრო მეტ უსაფრთხოებას  შორ  გადაზიდვებზე.

 

TGX სერიის ავტომობილებში  კომფორტული მართვა  და ეკონომიურობა ხაზს უსვამს მის უპირატესობას თავის კლასში.

 

XL,XLX და XXL კაბინები მძლავრი V დიზაინით. 
უზრუნველყოფილია საკმარისი საცხოვრებელი, დასასვენებელი სივრცით მძღოლებისათვის.

 

კაბინა XL

 


კომპაქტური ზომა, მაგრამ კომფოპრტულობის მაღალი ხარისხი: კაბინა XL  ავლენს თავის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს მიის სპეციალურ სამუშაოებზე გამოყენებისას. მაგ: სამშენებლო ან ხე–ტყის მასალის გადაზიდვებისას. ასევე Tipper ნახევრად მისაბმელი ან heavy hauler. ეს არის იდეალური გადაწყვეტილება შიდა შორ გადაზიდვებისას, როდესაც კაბინაში ერთი ადამიანი, მძღოლი იმყოფება.
 
ქრომი და სარკისებრი ბრწყინვალება
ექსტერიერის დინამიური, ოპტიკური იერსახე შთამბეჭდავ სიახლეს წარმოადგენს, რომელიც აყალიბებს მრავალ ახალ თვისებებს: აეროდინამიკური Trim-ის A საყრდენი, ახალი გვერდითი ციმციმები, LED გაბარიტული ნათურები და რადიოატორის შავი ცხაურა ქრომირებული მბრწყინავი ზედაპირით.
 
მრავალი პრაქტიკული დეტალი
როგორც ყველა TGX  კაბინები, ახალი კაბინა აღჭურვილია მრავალი პრაქტიკული დეტალით. სალონის თანამედროვე დიზაინი, მძღოლის ერგონომიული სავარძელი. ახალი ინოვაციური ლოგიკური სისტემა ეკრანზე და სარკეების გაუმჯობესებული კონცეფცია დამატებითი წინ დამონტაჟებული სარკით. გარდა ამისა, კაბინაში საკმარისზე მეტად არის სხვადასხვა ნივთების მოსათავსებლად სპეციალური სათავსოები, ყველა გადამრთველი ადვილად მისაწვდომია, მოხერხებულად , სწორად განთავსებული ხელსაწყოები ყოველთვის მძღოლის ხედვის არეშია.
 
კაბინაში იგრძნობა სიმშვიდ: ხმაურის იზოლაციის ახალმა კონცეფციამ და გაუმჯობესებულმა აეროდინამიკამ საგრძნობლად შეამცირა ხმაური კაბინაში. მძღოლი უკეთესად ახდენს კონცენტრაციას საგზაო მოძრაობისას. 
 
საგზაო  საცობების შესახებ ინფორმაციის მიღების და მძღოლის გართობის საუკეთესო საშუალება 
 
XL  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-გან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნულ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.  სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების მართვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფუნქციურ საჭეზე განთავსებული ღილაკები.

 

კაბინა XLX

 

XLX     კაბინა


 

სრულყოფილი სიმაღლე, სრულყოფილი კომფორტი.   XLX  კაბინები სპეციალურად შემუშავებულია შორ მანძილზე გადაზიდვებისათვის. ის გვხიბლავს გამორჩეული აეროდინამიკითა და ძლიერი, ელეგანტური დიზაინით. 

 
გაზრდილია უსაფრთხოების ხარისხი: დათვალიერების სისტემისა და სარკეების გარე კონსტრუქციების გაუმჯობესების გზით. იდეალურია შორი გადაზიდვებისას: სპეციალურად   XLX კაბინისთვის მან–ის ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური ქარამრიდი, რომლის გაღების სისტემა ქირამრიდში ისეა ინტრეგირერბული, რომ გარედან შემომავალი ქარი ლუქში შემოსვლისას არ აზიანებს აეროდინამიკურ მაჩვენებლებს. 
 
ქრომი და სარკისებრი ბრწყინვალება
ექსტერიერის დინამიური, ოპტიკური იერსახე შთამებჭდავ სიახლეს წარმოადგენს, რომელიც აყალიბებს მრავალ ახალ თვისებებს: აეროდინამიკური Trim-ის  A საყრდენი, ახალი გვერდითი ციმციმები, LED გაბარიტული  ნათურები და რადიატორის შავი ცხაურა ქრომირებული მბრწყინავი ზედაპირით. 
 
ახალი ინტერიერის დიზაინი
ხელსაწყოების შესანახი სათავსოები საკმაოდ ერგონომიულად არის განლაგებული. ადვილად მისაწვდომი გახდა  გადამრთველები და სასმელისთვის განკუთვნილი სპეც სათავსოები, სარკეების გაუმჯონესებული კონცეფცია დამატებითი წინა სარკეებით იდეალურია დიდი ინტენსივობით გადაზიდვებისათვის. 
 
საგზაო საცობების შესახებ ინფორმაციის მიღების და მძღოლის გართობის საუკეთესო საშუალება
 

XLX   კაბინის ძირითად კომპლელტაციაში მონტაჟდება სისტემა Infotainment,  რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-გან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და  MP3 CDპლეერისაგნ . აღნიშნულ სისტემას გააჩნია მარავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა. სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების მართვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მარავალფუნქციურ საჭეზე განთავსებული ღილაკები.


კაბინა XXL

 

XXL     კაბინა


ძლიერი, ელეგანტური და ოპტიკური დიზაინის მქონე მაღალი ხარისხის აღჭურვილობა  XXL  კაბინას აქცევს უდავო ფავორიტად შორი გადაზიდვებისათვის. 
 
მისი განვითარების ძიღითადი აქცენტი გაკეთდა შესანიშნავი აეროდინამიკისა და დიდი გაბარიტების მქონე კაბინის შექმნაზე. გაუმჯობესდა უსაფრთხოების ხარისხი დათვალიერების სისტემისა და სარკეების გარე კონსტრუქციების გაუმჯობესების გზით. 
 
კაბინაში იგრძნობა სიმშვიდე: ხმაურის იზოლაციის ახალმა კონცეფციამ და გაუმჯობესებულმა აეროდინამიკამ საგრძნობლად შეამცირა ხმაური კაბინაში. მძღოლი უკეთესად ახდენს კონცენტტრაციას საგზაო მოძრაობისას, განსაკუთრებით შორ მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
ქრომი და სარკისებრი ბრწყინვალება
ექსტერიერის დინამიური, ოპტიკური იერსახე შთამბეჭდავ სიახლეს წარმოადგენს, რომელიც აყალიბებს მარავალ ახალ თვისებებს: აეროდინამიკური Trim –ის A საყრდენი, ახალი გვერდითი ციმციმები, LED გაბარიტული ნათურები და რადიოტორის შაცი ცხაურა ქრომირებული მბრწყინავი ზედაპირით.
 
კომფორტი კაბინაში– ეს არ არის ფუფუნება
კომფორტი კაბინაში უზრუნველყოფს ასევე ქარისგან  გამოწვეყული ხმაურის 25%–ით შემცირებას მოძრაობის დროს და ამასთან შიდა ინტერიერის სრულყოფილ დიზაინს. ხელსაწყოების შესანახი სათავსოები საკმაოდ ერგონომიულად არის განლაგებული კაბინაში, ადვილი მისაწვდომი გახდა გადამრთველები და სასმელისთვის განკუთვნილი სპეც სათავსოები.   XXL  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტებს: კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნულ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის სისტემა. სისტეის ყველაზეე მნიშვნელოვანი ფუნქციების მართვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფუნქციურ საჭეზე განთავსებული ღილაკები.
 
მაქსიმალური კომფორტი შორ რეისებზე
მოძრაობისას   XXL კაბინით სარგებლობა ნიშნავს განიცადო მაქსიმალური კომფორტული ცხოვრების სტილი. ნაკლების ხმაურის მქონე სრულყოფილი კონდინციონერი, ისევე, როგორც ფართო სალონი კაბინაში ქმნიან მყუდრო ატმოსფეროს, რომელიც ასე აუცილებელი და საჭიროა მრავალდღიანი რეისების დროს. მგზავრობის დროს მშვიდი და კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს ასევე სრულყოფილი საწოლის კონცეფცია: მოხერხებული მატრასები, ძილისათვის განკუთვნილი დიდი სივრცე. 
 
ლიდერთა ლიდერი
ყველაზე მძლავრი მოდელის  TGX V8 კაბინა   XXL  – მა დიზაინის მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა ძირითად კომპლექტაციაში. თვალშისაცემია კაბინაში არსებული ლოგოტიპი  V8 წინა და გვერდით მხარეს. სპეციალური ხმის დამხშობი ობშივკა, ასევე ექსკლუზიური ალუმინის მსუბუქი დისკები V თვლის მანით. ინტერიერი აღჭურვილია ასევე მდიდრული  ტყავის სავარძლებით, რომელიც ამოტვიფრულია წარწერით– V8 და ორნამენტული ნაქარგებით, ასევე carbon-fibre look applications ინსტრუმენტების პანელზე. ეს ყველაფერი   XXL  კაბინებს აქცევს ექსტრა კლასად დანარჩენ  TGX  სერიის კაბინებს შორის.



 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30