MAN Georgia
  • image1
  • image2
  • image3
  • image4
  • image5
  • image 6
TGS

მიმოხილვა

 

TGS 4c

 

წარმატებული გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაეობისა და მძიმე საგზაო გადაზიდვებისათვის


სისწრაფე, ეკონომიურობა და საიმედოობა – ეს არის TGS-ს განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც გამოიყენება, როგორც სამშენებლო ტერიტორიებზე, ისე მძიმე ტვირთების ტრანსპორტირებისა და მოკლე მანძილზე გადაზიდვებისათვის.

თვლების ფორმულები  18–დან 41 ტონამდე ტვირთამწეობის ავტომობილებში.
TGS უზრუნველყოფს ოპტიმალური გაწევის ძალას ნებისმიერი ხარისხის გზის საფარზე: სამშენებლო მოედნებზე, ქალაქის ქუჩებსა და სრიალა გზებზე. საბურავის სხვადასხვა ფორმულების წყალობით, მაგ: სრულყოფილი აღჭურვილობა ან Hydro Drive სისტემით თქვენ არ შეუშინდებით არანაირ დაბრკოლებას.

ინოვაციური ტექნოლოგიები
ავტომატური რეჟიმი  MAN Tip Matic უზრუნვეკყოფს უსაფრთხოებასა და ეკონომიურობას. MAN Hydro Drive უზრუნველყოფს გამავლობის გაზრდას სამშენებლო მოედნებზე მუშაობისას.

ეკონომიური სისტემა დახვეწილი აეროდინამიკით
აეროდინამიკური წინააღმდეგობის 4%–დე შემცირება ამცირებს საწვავის მოხმარებასა და მანქანის მართვისაგან გამოწვეულ ხმაურს 30%–ით თავის წინამორბედ TGA –სთან შედარებით.

EEV მუნიციპალურ ავტომობილებში
სპეციალურად მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებისათვის ასევე ადგილობრივ, მოკლე მანძილზე გადაზიდვებისას EEV ძრავა უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას შიდა საქალაქო ეკოლოგიურ ზონებში.

 

სამი ტიპის კაბინა -M, L, LX.
კომპაქტური გარე გაბარიტები ძარის მაქსიმალური სიგრძისათვის და ასევე ტევადი და კომფორტული კაბინა მძღოლისათვის.
M    კაბინა
L     კაბინა
LX  კაბინა

ეკონომიური და კომფორტული: MAN Truck & Bus–ი  TGS-ს  კლასის ავტომობილებს ხდის უფრო მიმზიდველს შორი გადაზიდვებისათვის. ახალი პაკეტი მოიცავს მრავალ აღჭურვილობით ვარიანტებს დაწყებული სხვადსხვა ტიპის კომბინირებული ავზებიდან დიფერენციალის  ჩამკეტით, პნევმატური კაბინის პნევმატური ამორტიზატორების  ჩათვლით. გარდა ამისა, შორი გადაზიდვების პაკეტი შესაძლებელია  გაერთიანდეს Efficient Line პაკეტთან.  აქედან გამომდინარე  TGS წარმოადგენს ოპტიმალურ სატრანსპორტო საშუალებას შიდა და შორი გადაზიდვებისათვის.

დიზაინი, უსაფრთხოების სისტემები, ინოვაციური სავალი ნაწილის ტექნოლოგია და დაბალი საექსპლოატაციო ხარჯები აღნიშნულ სატვირთო ავტომობილს აქცევს ეფექტურობისა და კომფორტის ეტალონად სამუშაო პროცესში.

 

კაბინა M

 

M    კაბინა

 

კომპაქტური და კომფორტული, სპცეიალურად გათვლილი მოკლე მანძილზე მოძრაობისათვის ადგილობრივი ტვირთის გადასაზუდად სამძშენებლო და მუნიციპალური სამუშაოებზე კაბინა M ადგენს ახალ სტანდარტებს თავისი მოხერხებული ზომების წყალობით, რომელიც შეიჩავს ცალკეულ მოსათავსებელ ადგილებს კაბინაში. თავისი კომპაქტური ზომებისა და low rate weight ავტომობილები, როგორიც არის  ბეტონმრევი, თვითმცლელები, ბეტონის ტუმბოები, სამაცივრე ავტომობილები, შეუძლიათ იმუშაონ უფრო მაღალი დატვირთვით. მსუბუქი, კომპაქტური და არაძვირადღირებული M კაბინა უზრუნველყოფს ფუნქციონირების უმაღლეს დონეს, კომფორტსა და კარგ ხილვადობას. მძღოლიცა და მგზავრებიც უდაოდ მაღალ შეფასებას მისცემენ მოხერხებულ კაბინაში ასასვლელ მანძილს. 
 
საგზაო საცობების შესახებ ინფორმაციის მიღების და მძღოლის გართობის საუკეთესო საშუალება. 
M  კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა infotainment, რომელიც შედგება რადიომიმღებ  RDS-სგან (რადიო არხი, რომელიც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 CD პლეერისგან. აღნიშნულ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და სგზაო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა. სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების მართცვისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფუნქციურ საჭეზე განთავსებული ღილაკები. 
 
ახალი ინტერიერის დიზაინი
ხელსაწყოების შესანახი სათავსოები საკმაოდ ერგონომიულად არის განლაგებული, ადვილად მისაწვდომი გახდა გადამრთველები და სასმელისთვის განკუთვნილი სპეც სათავსოები.  TGX-სგან განსხვავებით  TGS სერიებში ცემტრალური კონსოლის ფორმა შემცირებულია, რათა უზრუნველყოფილ იქნას უფრო მოხერხებული გასასასვლელი კაბინის კარებებს შორის. სარკეების სრულყოფილი კონცეფცია დამატებითი წინა სარკეებით წარმოადგენს იდეალურ ავტომობილს საქალაქო გადაზიდვებისათვის. 
 
კაბინაში იგრძნობა სიმშვიდე: ხმაურის იზოლაციის ახალმა კონცეფციამ და გაუმჯობესებულმა აეროდინამიკამ საგრძნობლად შეამცირა ხმაური კაბინაში. მძღოლი უკეთესად ახდენს კონცენტრაციას საგზაო მოძრაობისას. 

 

 

კაბინა L

 

L    კაბინა

 

ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავაძლებითა და სრულყოფილი  ერგონომიკით. აღნიშნული კაბინა, რომელიც რეკომენდირებულია შორი გადაზიდვებისათვის ყურადღებას იპყრობს ასევე  კომფორტის მაღალი დონითა და ორსაფეხურიანი ასასვლელი კიბით. აღჭურვილია ფართო საწოლით, მრავალი მოსათავსებელი განყოფილებით. აღნიშნული ავტომობილი შექმნილია საშუალო მანძილზე გადაზიდვებისას. 
 
 
750 სმ. სავარძლებს უკან მდებარე საწოლი, რომელსაც გააჩნია ახალი მსუბუქი ალუმინის ჩარჩოები, მოხერხებული 7სმ. სისქის მქონე ლეიბები უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. დამატებითი პატარა ფანჯარა ცენტრალური B საყრდენის უკან უზრუნველყოფს უფრო მეტ დღის სინათლეს კაბინაში, ხოლო მოძრაობისას მკვეთრ მოსახვევებში აუმჯობესებს ხილვადობას უკანა მარცხენა ზონებში. 
 
გაუმჯობესებული ერგონომიკა და სტილი
კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება ხდის კაბინას კომფორტულს მძღოლისათვის, anti-glare ინდიკატორები სწრაფად აღქმადია, მართვის პანელები ლოგიკურად არის განლაგებული და ადვილად მისაწვდომია. თქვენ შესანიშნავად აკონტროლებთ სიტუაციას მრავალფუნქციური საჭის მეშვეობით, საჭიდან ხელის გათავისუფლების გარეშე შეგიძლიათ გამოიძახოთ ინფორმაცია ავტომობილზე, უპასუხოთ სატელეფონო ზარებს ან შეცვალოთ რადიომიმღების პარამეტრები. კაბინა  L განსაკუთრებით კარგია სამშენებლო მასალი, თხევადი და ფხვიერი ტვირთის, ცივი პროდუქტებისა და სასმელის გადაზიდვებისათვის.

 

 

კაბინა LX

 

LX    კაბინა


ექსტერიერი გვთავაზობს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას და სასიამოვნო დიზაინს, რაც შეეცხება ინტერიერს, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მაღალი ხარისხის სავარძლებითა და სრულყოფილი ერგონომიკით. კომფორტისა და მაღალი ფუნქციონალობის სინთეზით LX  კაბინა ადგენს ახალ სტანდარტს ავტომობილებისათვის, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს შორ მანძილზე. შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სრულყოფილად აღჭურვილი ფართო კაბინა ორი მძღოლისთვის–ეს არის სიახლე ამ კლასის ავტომობილებში. 
 
სალონის კომფორტული აღჭურვა, მაგალითად, ექსკლუზიური სავარძლები, ახალი სერიული მრავალფუნქციური საჭე და სხვადსხვა ნივთების შესანახი ცალკეული განყოფილებები ახდენს მძღოლის სამუშაო ადგილის ოპტიმიზაციას.  წინა საქარე მინის ზემოთ განლაგებულია დამატებითი ორი მოსათავსებელი განყოფილება. რომელზეც შეიძლება განთავსდეს ისეთი დიდი ზომის ნივთები, როგორიცაა პორტპლედები ან ტანსაცმელი. ინტერიერის შთამბეჭდავმა ზომებმს შესაძლებელი გახადა ორი ფართო საწოლის (ქვედა ნაწილი 749 მმ, ზედა მხარე 645მმ) განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
 
გრძელი კაბინების ცენტრალურ კონსოლში ასევე შეიძლება ჩამოტაჟდეს მოძრავი ყუთი. განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის სპეციალური კონსტრუქციის მქონე კარებების მქონე მაცივარი საკვები პროდუქტებისა და სასმელის სწრაფად გამოსაღებად. 
 

 LX   კაბინის ძირითად კომპლექტაციაში მონტაჟდება სისტემა infotainment , რომელიც შედგება რადიომიმღებ  RDS-გან (რადიო არხი , რომელზეც გადასცემს საგზაო ინფორმაციას) და MP3 პლეერისგან. აღნიშნულ სისტემას გააჩნია მრავალი ფუნქცია, როგორიც არის მოხერხებული ნავიგაცია და საგზაო  მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შენახვის სისტემა.

 

 

 
 

სიახლეები

12.07.2016 | NEWS
სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები ივლის!

წლის ყველაზე მაშტაბური პროექტი, სექტემბრიდან თბილისს MAN-ის ახალი ავტობუსები დაამშვენებენ!.

ვრცლად
 
06.02.2015 | NEWS
MAN ტრეინინგი

MAN-ის ერთობლივი ტრეინინგები საქართველოში

 

ვრცლად
 
28.05.2015 | NEWS
მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები

მაღალი გამავლობის მობილური სერვისის ავტომობილები საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას გადაეცა.

ვრცლად

გამოწერა

ჩაწერეთ თქვენი სახელი და ელ ფოსტა რათა გამოიწეროთ ჩვენი კომპანიის სიახლეები
ივნისი 2014
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30